მარკო მრნიავჩევიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარკო მრნიავჩევიჩი (სერბ. Марко Мрњавчевић / Marko Mrnjavčević; [mâːrko mr̩̂ɲaːʋt͡ʃeʋit͡ɕ] დ. 1335 — გ. 17 მაისი, 1395) — კანონზე დაყრდნობით სერბეთის მეფე 1371-1975 წლებში, ფაქტობრივად კი მაკედონიის რეგიონის დასავლეთ ნაწილის მმართველი ქალაქ პრილეპის მიმდებარედ. ის ასევე ცნობილია, როგორც პრინცი მარკო (სერბ. Краљевић Марко / Kraljević Marko) და მეფე მარკო ((სერბ. Краљ Марко; ბულგ. Крали Марко; მაკედ. Kрaле Марко) სამხრეთის სლავების ზეპირსიტყვიერებაში. მარკო, როგორც მეფე ხალხში ძალიან პოპულარული გახდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში. მარკოს მამა, ვუკაშინი მეფე სტეფან უროშ V-ის თანამმართველი იყო, რომლის მმართველობას ახასიათებდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება და სერბეთის იმპერიის ეტაპობრივი დაშლა. ვუკაშინი ფლობდა მიწებს მაკედონიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კოსოვოში. 1370 ან 1371 წელს ვუკაშინმა მარკო „ახალგაზრდა მეფის“ გვირგვინით შეამკო. ამ ტიტულში მოიაზრებოდა ის, რომ მარკო სერბეთის ტახტზე უშვილო უროშს ჩაანაცვლებდა.
მარკო მრნიავჩევიჩი | |
---|---|
სერბ. Марко Мрњавчевић Marko Mrnjavčević | |
მარკოს ფრესკა მარკოს მონასტრის შესასვლელში, სკოპიეს მახლობლად. ის ამ მონასტრის ქტიტორი იყო. | |
მმართ. დასაწყისი: | 1371 |
მმართ. დასასრული: | 1395 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 1335 |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1395 |
გარდ. ადგილი: | როვინიე, ვლახეთი (ამჟამად რუმინეთი) |
მეუღლე: | ელენა, ჰლაპენის ასული |
დინასტია: | მრნიავჩევიჩი |
მამა: | ვუკაშინ მრნიავჩევიჩი |
დედა: | ალენა |