მარი ტერეზ ფრანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ტერეზ ფრანგი (ფრანგ. Marie Thérèse de France; დ. 19 დეკემბერი, 1778 — გ. 19 ოქტომბერი, 1851) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ისა და დედოფალ მარია ანტუანეტა ავსტრიელის უფროსი ასული. საფრანგეთის რევოლუციისა და ოჯახის წევრების სიკვდილით დასჯის გამო უამრავი წელი გაატარა დევნილობაში, სადაც 1799 წელს ცოლად გაჰყვა თავისი ბიძის, მომავალში საფრანგეთის მეფე შარლ X-ის ვაჟს, ანგულემის ჰერცოგ ლუი ანტუანს, თუმცა მრავალწლიანი ქორწინებიდან მათ შვილები არ ჰყოლიათ.
მარი ტერეზ ფრანგი | |
---|---|
Marie Thérèse de France | |
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 სექტემბერი, 1824 |
მმართ. დასასრული: | 2 აგვისტო, 1830 |
წინამორბედი: | მარია ანტუანეტა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 აგვისტო, 1830 |
მმართ. დასასრული: | 2 აგვისტო, 1830, (20 წუთი) |
წინამორბედი: | მარია ჯუზეპინა სავოიელი |
მემკვიდრე: | მარია ამალია ნეაპოლელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 დეკემბერი, 1778 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 19 ოქტომბერი, 1851, (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია |
დაკრძ. ადგილი: | ნოვა-გორიცა, სლოვენია |
მეუღლე: |
ლუი ანტუან დე ბურბონი (ქ. 1799 - გარდ. 1844) |
სრული სახელი: | მარი ტერეზ შარლოტ ფრანგი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XVI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ანტუანეტა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მას შემდეგ რაც საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაცია მოხდა და 1824 წელს მისი მამამთილი გამეფდა, მარი ტერეზი საფრანგეთის დოფინი ხდება, 1830 წელს კი მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის დედოფალიც, თუმცა ტახტზე ასვლიდან ოც წუთში მათი მმართველობა დაამხო მათმა ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა და დამყარდა ეგრეთ წოდებული „ივლისის მონარქია“. ამის შემდეგ მან დატოვა საფრანგეთი და დედის მშობლიურ მხარეში: ავსტრიაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.