მარი ლუიზი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ლუიზ ავსტრიელი (გერმ. Marie-Louise von Österreich, ფრანგ. Marie-Louise d'Autriche, იტალ. Maria Luisa d'Austria), სრული სახელია მარია ლუდოვიკა ლეოპოლდინა ფრანცისკა ტერეზა იოზეფა ლუსია ფონ ჰაბსბურგ-ლოთარინგია (გერმ. Maria Ludovica Leopoldina Franziska Therese Josepha Lucia von Habsburg-Lothringen; დ. 12 დეკემბერი, 1791, ჰოფბურგი, ვენა, ავსტრია — გ. 17 დეკემბერი, 1847, პარმა, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით, რომელიც 1814 წლიდან, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, გარდაცვალებამდე იყო პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის სუვერენული ჰერცოგინია. გარდა ამისა, 1810-1814 წლებში იგი იყო საფრანგეთის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი, როგორც იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეორე მეუღლე.
მარი ლუიზი | |
---|---|
საფრანგეთის იმპერატრიცა და იტალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1810 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი, 1814 |
წინამორბედი: | ჟოზეფინ ბოარნე |
მემკვიდრე: |
მარი ტერეზ ფრანგი (როგორც საფრანგეთის დედოფალი) მარგერიტა სავოიელი (როგორც იტალიის დედოფალი) |
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 11 აპრილი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი, 1847 |
წინამორბედი: |
ჟან ჟაკ რეგი (პარმაში) შარლ ფრანსუა ლებრონი (პიაჩენცაში) პოლინ ბონაპარტი (გუასტალაში) |
მემკვიდრე: |
კარლო II (პარმასა და პიაჩენცაში) ფრანჩესკო V (გუასტალაში) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 დეკემბერი, 1791 |
დაბ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 17 დეკემბერი, 1847, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარმა, იტალია |
დაკრძ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: |
ნაპოლეონ I, საფრანგეთის იმპერატორი (ქ. 1810 - გარდ. 1821) ადამ ალბერტ ფონ ნაიპერგი (ქ. 1821 - გარდ. 1829) შარლ რენე დე ბომბელი (ქ. 1834) |
შვილები: |
ნაპოლეონ II, საფრანგეთის იმპერატორი ალბერტინა ვილჰემ ალბრეხტი, მონტენუოვოს მთავარი მატილდა |
სრული სახელი: | მარია ლუდოვიკა ლეოპოლდინა ფრანცისკა ტერეზა იოზეფა ლუსია |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ტერეზა სიცილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იგი იყო საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატორის, ფრანც II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის ქალიშვილი. მისმა ბავშვობამ რევოლუციურ საფრანგეთსა და ავსტრიას შორის არსებული ომების პერიოდში გაიარა. 1806 წელს საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა ავსტრიელების დამარცხების შემდეგ საღვთო რომის იმპერია დაშლილად გამოაცხადა და მის ადგილას რაინის კავშირი შექმნა, რის შემდეგაც ავსტრიას ვრცელი მიწებიც ჩამოაჭრა, რომელთა ნაწილიც ბავარიას მისცა. ამის გამო, საფრანგეთთან ურთიერთობის დათბობის მიზნით 1810 წელს მარი ლუიზი ახლად განქორწინებულ ნაპოლეონს მიათხოვეს, რაც ისტორიაში ცნობილია, როგორც „ავსტრიული ქორწინება“. ამის შემდეგ იგი საფრანგეთის ახალი იმპერატრიცა გახდა და მალევე, 1812 წელს მომავალი იმპერატორი, ნაპოლეონ II გააჩინა, რომელსაც მაშინვე მისცეს რომის მეფისა და რაიხშტადტის ჰერცოგის წოდებები.
1812 წელს რუსეთის წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ დაიწყო ნაპოლეონის დაცემა. ევროპელმა მონარქებმა, მათ შორის მარი ლუიზის მამამაც, კიდევ ერთი ანტიფრანგული კოალიცია ჩამოაყალიბეს, 1814 წელს ჩამოაგდეს ნაპოლეონი და იგი ელბაზე გადაასახლეს. 1814 წელსვე გაფორმდა ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლითაც მარი ლუიზს სიცოცხლის ბოლომდე გადაეცა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგინიობა.
მას შემდეგ, რაც 1821 წელს ნაპოლეონი გარდაიცვალა, მარი ლუიზი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. მისი მეორე ქმარი გრაფი ადამ ალბრეხტ ფონ ნაიპერგი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ 1814 წელს შეხვდა და ნაპოლეონის გარდაცვალებისთანავე გაჰყვა ცოლად. მასთან მარი ლუიზს სამი შვილი შეეძინა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იგი მესამედ დაქორწინდა. მარი ლუიზმა უკანასკნელი წლები პარმაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1847 წელს, რის შემდეგაც იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში.