მარი დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი დე ბურბონი (ფრანგ. Marie de Bourbon; დ. 15 ოქტომბერი, 1605 – გ. 4 ივნისი, 1627) — ბურბონთა დინასტიის გვერდითი შტოს წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგ ანრი დე ბურბონისა და მისი ცოლის, ანრიეტა კატრინა დე ჟოიოსის ერთადერთი ქალიშვილი და ბურბონთა დინასტიის მონტესპიერის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი. მონტესპიერის ჰერცოგინია მამის გარდაცვალების შემდეგ. 1626 წელს ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIII-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონს, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა, რომელზე მშობიარობასაც გადაჰყვა 21 წლის ასაკში.
სწრაფი ფაქტები მარი დე ბურბონი, ორლეანის ჰერცოგინია ...
მარი დე ბურბონი | |
---|---|
Marie de Bourbon | |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 6 აგვისტო, 1626 |
მმართ. დასასრული: | 4 ივნისი, 1627 |
წინამორბედი: | ეკატერინე მედიჩი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ლოთარინგიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1605 |
დაბ. ადგილი: | შატო დე გაილონი, გაილონი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1627, (21 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლუვრის სასახლე, პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | გასტონი, ორლეანის ჰერცოგი |
შვილები: | ანა მარი ლუიზა, მონტესპიერის ჰერცოგინია |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ანრი დე ბურბონი |
დედა: | ანრიეტა კატრინა დე ჟოიოსი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა