მარია ლეშჩინსკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ლეშჩინსკა (პოლ. Maria Leszczyńska, ფრანგ. Marie Leszczynska; დ. 23 ივნისი, 1703, სილეზია, პოლონეთი – გ. 24 ივნისი, 1768, ვერსალი, საფრანგეთი) — ლეშჩინსკთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთისა და ლიტვის მეფე სტანისლავ I-ს და მისი ცოლის, დედოფალ კათარინა ოპელინსკას ნაბოლარა ქალიშვილი. საფრანგეთის დედოფალი 1725-1768 წლებში, როგორც ლუი XV-ის მეუღლე და მისი ათი შვილის დედა. იგი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნით, 42 წლის მანძილზე იყო დედოფალი. მიუხედავად იმისა, რომ მას ფრანგულ პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მისი ქორწინებით შედგა ფრანკო-პოლონური ალიანსი, რასაც სხვა სახელმწიფოთა პროტესტი და საფრანგეთის მიერ ლოთარინგიის საბოლოო დაპყრობა მოჰყვა შედეგად.
მარია ლეშჩინსკა | |
---|---|
Maria Leszczyńska | |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 სექტემბერი, 1725 |
მმართ. დასასრული: | 24 ივნისი, 1768 |
წინამორბედი: | მარია ტერეზა ესპანელი |
მემკვიდრე: | მარია ანტონია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 ივნისი, 1703 |
დაბ. ადგილი: | სილეზია, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 24 ივნისი, 1768, (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი XV, საფრანგეთის მეფე |
შვილები: |
ლუიზა ელიზაბეტი, პარმის ჰერცოგინია ანა ანრიეტა ფრანგი ლუი, საფრანგეთის დოფინი მარი ადელაიდა, ლუვუას ჰერცოგინია ვიქტორია ფრანგი სოფი, ლუვუას ჰერცოგინია ლუიზა, სენ დენის აბატი |
სრული სახელი: | მარია კაროლინა სოფია ფელიჩა |
დინასტია: | ლეშჩინსკები |
მამა: | სტანისლავ I, პოლონეთის მეფე |
დედა: | კატარინა ოპალინსკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მარიას მამა სტანისლავ ლეშჩინსკი 1704 წელს არჩეულ იქნა პოლონეთის მეფედ, 1709 წელს კი იგი თანამდებობიდან გადააყენეს, რის შემდეგაც იგი თავის ოჯახთან ერთად შვედეთში დასახლდა. მან თავისი ძალაუფლების დასაბრუნებლად თავისი ძველი კავშირები გამოიყენა. 1725 წელს კი ბურბონის ჰერცოგის ხელშეწყობით მარია საფრანგეთის მეფეზე დააქორწინეს, რასაც როგორც მოსალოდნელი იყო სტანისლავისთვის ტახტი უნდა დაებრუნებინა, თუმცა ასე არ მოხდა და მას ლუიმ ლოთარინგია უბოძა. დედოფალმა მარიამ 1727 წლიდან 1737 წლამდე ათი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო ვაჟი, აქედან ერთი კი მცირეწლოვანი დაიღუპა. 1733 წელს საფრანგეთი პოლონეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში ჩაება ავსტრიის წინააღმდეგ, რათა სტანისლავისთვის ტახტი დაებრუნებინათ. საბოლოოდ იგი ტახტზე მაინც ვერ დასვეს და 1738 წელს ოფიციალურად გახდა ლოთარინგიის ჰერცოგი.
ქორწინებიდან მალევე ლუიმ თავისი დედოფლისადმი ინტერესი დაკარგა და მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე მას მრავალფეროვან საყვარლებთან ღალატობდა. მარიას ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ გართულდა, რაც მისი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი გარდაიცვალა, ამ ამბიდან სულ რაღაც სამ წელიწადში თავად მარიაც გარდაიცვალა.
მართალია მარია აპოლიტიკური პიროვნება იყო, მაგრამ იგი მფარველობდა ხელოვნებას და ეწეოდა უდიდეს საქველმოქმედო საქმიანობებს, რის გამოც იგი ფრანგებს ძალიან უყვარდათ. აგრეთვე იგი ვერ მოესწრო თავისი ვაჟის გამეფებას, თუმცა იგი იყო საფრანგეთის სამი მეფის ბებია — ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის.