მარია ალექსანდრეს ასული
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ალექსანდრეს ასული (რუს. Мария Александровна), დაბ. მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია ფონ ჰესენ-დარმშტადტი (გერმ. Maximiliane Wilhelmine Auguste Sophie Marie von Hessen-Darmstadt; დ. 8 აგვისტო, 1824, დარმშტადტი, ჰესენი, გერმანიის კონფედერაცია — გ. 3 ივნისი, 1880, ზამთრის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — ჰესენ-დარმშტადტელთა დინასტიის წარმომადგენელი. სრულიად რუსეთის იმპერატრიცა 1855-80 წლებში როგორც ალექსანდრე II-ის პირველი ცოლი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის დედა და რუმინეთის დედოფალ მერი ედინბურგელის ბებია.
სწრაფი ფაქტები მარია ალექსანდრეს ასული, რუსეთის იმპერატრიცა ...
მარია ალექსანდრეს ასული | |
---|---|
შესრულებულია 1857 წელს ფრანც ხავიერ ვინტერჰალტერის მიერ | |
რუსეთის იმპერატრიცა | |
კორონაცია: | 7 სექტემბერი, 1855 |
მმართ. დასაწყისი: | 2 მარტი, 1855 |
მმართ. დასასრული: | 3 ივნისი, 1880 |
წინამორბედი: | შარლოტა პრუსიელი |
მემკვიდრე: | დაგმარ დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 აგვისტო, 1824 |
დაბ. ადგილი: | დარმშტადტი, ჰესენი, გერმანიის კონფედერაცია |
გარდ. თარიღი: | 3 ივნისი, 1880, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ზამთრის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
დაკრძ. ადგილი: | წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
მეუღლე: | ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი |
შვილები: |
ალექსანდრა ნიკოლოზი ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი ვლადიმირი ალექსეი მარია, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია სერგეი პავლე |
სრული სახელი: | მაქსიმილიანა ვილჰელმინა ავგუსტა სოფია მარია ფონ ჰესენ-დარმშტადტი |
დინასტია: | ჰესენ-დარმშტადტელები |
მამა: | ლუდვიგ II, ჰესენის დიდი ჰერცოგი |
დედა: | ვილჰელმინა ბადენელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ მართლმადიდებლობა |
დახურვა