მარიანა ვიქტორია ესპანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიანა ვიქტორია ესპანელი (ესპ. Mariana Victoria de Borbón, პორტ. Mariana Vitória de Bourbon; დ. 31 მარტი 1718 - გ. 15 იანვარი 1781) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ქალიშვილი. შვიდი წლის ასაკში დანიშნეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა მათი მცირეწლოვანების გამო ეს ქორწინება არ შემდგარა. 1729 წელს იგი მიათხოვეს პორტუგალიის ინფანტ ჟუზეს, რომელიც 1750 წელს პორტუგალიის მეფე ჟუზე I გახდა. მარიანასა და ჟუზეს მხოლოდ ოთხი გოგონა შეეძინათ, რომელთაგან უფროსი მომავალში პორტუგალიისა და ბრაზილიის დედოფალი მარია I გახდა. მარიანა იყო რეგენტი როგორც თავისი ქმრის, ისე თავისი ქალიშვილის მმართველობისას.
სწრაფი ფაქტები მარიანა ვიქტორია ესპანელი, პორტუგალიის დედოფალი ...
მარიანა ვიქტორია ესპანელი | |
---|---|
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 31 ივლისი 1750 |
მმართ. დასასრული: | 24 თებერვალი 1777 |
წინამორბედი: | მარია ანა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი 1718 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 15 იანვარი 1781, (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | ჟუზე I, პორტუგალია |
შვილები: |
მარია I, პორტუგალიის დედოფალი მარიანა დოროთეია ბენედიტა |
სრული სახელი: | მარიანა ვიქტორია დე ბურბონ ი ფარნეზე |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფილიპე V, ესპანეთის მეფე |
დედა: | ისაბელ ფარნეზე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა