მანასი (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
მანასი (დრანგმე-ჩუ) — ტრანსასაზღვრო მდინარე ჰიმალაების მთისწინეთში სამხრეთ ბჰუტანსა და ინდოეთს შორის. სახელი ეწოდა ინდური მითოლოგიის გველების ღმერთის — მანასას პატივსაცემად. იგი უდიდესი სამდინარო სისტემაა ბჰუტანში,[1] ოთხ სამდინარო სისტემას შორის. დანარჩენი სამია — ტორსა, სანკოში და რაიდაკი. იდნოეთის ასამის შტატში შესვლამდე მას სამი მთავარი შენაკადი ერწყმის. მთლიანი სიგრძე 376 კმ-ია, საიდანაც 272 კმ ბჰუტანზე მოდის, 104 კმ კი ინდოეთზე. აუზის ფართობი 41 350 კმ²-ია. ქალაქ ჯოგიგოპასთან ერთვის მდინარე ბრაჰმაპუტრას.
ტერმინს „მანასი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მანასი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები მანასი, ქვეყანა ...
მანასი | |
---|---|
ქვეყანა | ბჰუტანი, ინდოეთი |
სიგრძე | 376 კმ |
აუზის ფართობი | 41 350 კმ² |
მანასი ვიკისაწყობში |
დახურვა
მდინარის ხეობაში მდებარეობს ორი მთავარი ტყის ნაკრძალი — მანასის ეროვნული პარკი ბჰუტანში და მისი გაგრძელება — მანასის ველური ბუნების ნაკრძალი, რომელიც 1985 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[2][3]
- მანასი ბჰუტანი-ინდოეთის საზღვარზე
- მანასი ნაკრალში
- მანასის ველური ბუნების ნაკრძალი