მალაკა (შტატი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაკა (მალ. Melaka; ოფიციალურად მალაკის ისტორიული შტატი; მალ. Melaka Negeri Bersejarah) — შტატი მალაიზიაში. მდებარეობს მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთ რეგიონში, მალაკის სრუტის ნაპირზე. დედაქალაქია მალაკა, რომელსაც ისტორიული ქალაქი ეწოდება[2] და 2008 წლის 7 ივლისიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
მალაკა | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | მალაკა | ||||
კოორდინატები | 2°12′00″ ჩ. გ. 102°15′03″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1948 | ||||
ფართობი | 1720 კმ² | ||||
მოსახლეობა | 998 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 06 | ||||
საფოსტო ინდექსი | 75000–78999 | ||||
საავტომობილო კოდი | M | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.melaka.gov.my | ||||
| |||||
ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან შტატს ნეგერი-სემბილანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― ჯოჰორი. შტატის ექსკლავი, ტანჯუნგ-ტუანი, ნეგერი-სემბილანის ჩრდილოეთით მდებარეობს. დედაქალაქი მალაკა კუალა-ლუმპურიდან 148 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯოჰორის უდიდესი ქალაქიდან, ჯოჰორ-ბაჰრუდან 235 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით და ჯოჰორის მეორე უდიდესი ქალაქიდან, ბატუ-პაჰატიდან, 95 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებაროებს.
შტატი ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაკის შტატის მნიშვნელოვან ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ: მალაიები, მალაიზიელი ჩინელები, ინდოელები, პერანკანები, კრისტანგები და სხვ.[4][5][6]