მაკატი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაკატი (ოფიციალურად ქალაქი მაკატი; ტაგ: Lungsod ng Makati) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში.
მაკატი | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
შიდა დაყოფა | Bel-Air[1] , Carmona[1] , Dasmariñas, Forbes Park[1] და Singkamas[1] | |
კოორდინატები | 14°33′24″ ჩ. გ. 121°01′17″ ა. გ. | |
მმართველი | Abigail Binay | |
დაარსდა | 4 ნოემბერი, 1670 | |
ფართობი | 21.57 კმ² | |
მოსახლეობა | 629 616 (1 მაისი, 2020)[2] | |
სასაათო სარტყელი | UTC+8 | |
სატელეფონო კოდი | 02 | |
საფოსტო ინდექსი | 1200–1299 | |
ოფიციალური საიტი | https://www.makati.gov.ph | |
| ||
მაკატი ფილიპინების ფინანსური ცენტრია. ქვეყნაში ყველაზე მეტი მრავალეროვნული და ადგილობრივი კორპორაცია სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს: მთავარი ბანკები, კორპორაციები, უნივერსალური მაღაზიები და უცხო ქვეყნების საელჩებო.[3] ფილიპინების საფონდო ბირჟის უდიდესი სავაჭო ცენტრი მაკატში, აიალის გამზირზე მდებარეობდა, სანამ საფონდო ბირჟის შტაბ-ბინას ქალაქ ტაგიგში, ბონიფაციოს გლობალურ ქალაქში გადაიტანდნენ.[4][5][6] მაკატი ცნობილია როგორც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მთავარი კულტურული და გასართობი ცენტრი.[7]
2015 წლის აღწერით მაკატის მოსახლეობა 582 602 ადამიანს უდრის. ამ მაჩვენებლით ის ფილიპინების მე-17 ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და 41-ე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში (19 336 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე). მართალია, ქალაქის მოსახლეობა 600 000-მდეა, თუმცა ჩვეულებრივ სამუშაოს დღის განმავლობაში ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია, რადგანაც სამუშაოდ, ბიზნეს და სავაჭრო მიზნებისთვის ქალაქში დიდი რაოდენობით ფილიპინელები ჩადიან. მოძრაობა პიკის საათისა და არდადეგების დროსაა გადატვირთული.