მაისურის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
მაისურის სამეფო — ერთ-ერთი ინდური სახელმწიფო, რომლის ტერიტორია გადაჭიმული იყო ინდოსტანის ნახევარკუნძულის ბოლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამეფოს დედაქალაქი იყო ქალაქი სერინგაპატამი. სამეფო მეტნაკლებად ცნობილი გახდა ინგლისური კოლონიზაციის წინააღმდეგ წარმოებულ ოთხ ინგლის-მაისურის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის. ინდური სახელმწიფოებიდან უკანასკნელმა — მაისურის სამეფომ ორმოცწლიანი ომის შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლობა და შეუერთდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის მიერ დაპყრობილ მიწებს.
მაისურის ყველაზე ცნობილი მმართველები იყვნენ:
- ჰაიდარ ალი (1761—1782)
- ტიპუ სულთანი (1782—1799)