ლუქსემბურგის კონსორტთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუქსემბურგის კონსორტთა სიაში წარმოდგენილია იმ ქალთა სია, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ ლუქსემბურგის მონარქებზე. სხვადასხვა პერიოდში მათ ჰქონდათ ლუქსემბურგის გრაფინიისა და ჰერცოგინიის წოდებები, დღეს კი ეს წოდება ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგინიადაა გადაკეთებული. მთელი ისტორიის განმავლობაში ლუქსემბურგის ყველა კონსორტი ქალი იყო, გარდა ფელიჩე დე ბურბონ-პარმელისა, რომელიც დიდ ჰერცოგინია შარლოტის მეუღლე იყო. დღეისათვის ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინიაა მარია ტერეზა მესტრე.