ლუკრეცია მოტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუკრეცია კოფინ მოტი (დ. 3 იანვარი, 1793 — გ. 11 ნოემბერი, 1880) — ქალთა უფლებების დამცველი ამერიკის შეერთებულ შტატებში, აბოლიციონისტი, კვაკერი და სოციალური რეფორმატორი. მან შექმნა იდეა გამოესწორებინა ქალთა მდგომარეობა საზოგადოებაში, როდესაც ის იყო იმ ქალთა შორის, რომლებიც გარიცხულნი იყვნენ მსოფლიოს მონობის წინააღმდეგ წარმართული კონვენციისგან 1840 წელს. 1848 წელს იგი მიიწვია ჯეინ ჰანტმა შეხვედრაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ქალთა უფლებების შესახებ პირველ შეხვედრას.
ლუკრეცია მოტი | |
---|---|
ლუკრეცია მოტი 49 წლის ასაკში (1842), ეროვნულ პორტრეტულ გალერეაში, ვაშინგტონგში | |
დაბადების სახელი | ლუკრეცია კოფინი |
დაბადების თარიღი |
3 იანვარი, 1793 ნანტუკეტი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 ნოემბერი, 1880 (87 წლის ასაკში) ჩელტენჰემი, პენსილვანია, აშშ |
საქმიანობა | აბოლიციონისტი, სუფრაჟისტი, მასწავლებელი |
მეუღლე(ები) | ჯეიმზ მოტი |
შვილ(ებ)ი | 6 |
მშობლები |
მამა: ტომას კოფინი დედა: ანა ფოლგერი |
ნათესავები |
მარტა კოფინ ურაითი (და) მეიჰიუ ფოლგერი (ბიძა დედის მხრიდან) |
მისმა საუბრის უნარებმა იგი მნიშვნელოვანი აბოლიციონისტი, ფემინსტი და რეფორმატორი გახადა. 1865 წელს, როდესაც მონობა კანონით აიკრძალა, ლუკრეციამ მხარი დაუჭირა შავკანიანი ამერიკელებისთვის ხმის მიცემის უფლების დამტკიცებას. იგი სიკვდილამდე, 1880 წლამდე დარჩა ცენტრალურ ფიგურად მონობის გაუქმებასა და ქალთა ხმის მიცემის უფლებების მოძრაობებში. როგორც კვაკერის მქადაგებელი, მოტი საუბრობდა შინაგანი ღვთიური შუქიდან.