ლუი დე ბურბონი (1661-1711)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი დე ბურბონი (ფრანგ. Louis de Bourbon; დ. 1 ნოემბერი, 1661 – გ. 14 აპრილი, 1711), მეტსახელად დიდი დოფინი — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის უფროსი ვაჟი. მთელი თავისი ცხოვრება დოფინის, ანუ ტახტის მემკვიდრის წოდებას ატარებდა, თუმცა მეფე არასდროს ყოფილა, ვინაიდან იგი მამის გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე დაიღუპა. მისი ვაჟი ფილიპე V 1700 წელს ესპანეთის მეფე, ხოლო შვილიშვილი, ლუი XV 1715 წელს საფრანგეთის მეფე გახდა.
სწრაფი ფაქტები ლუი დე ბურბონი, საფრანგეთის დოფინი ...
ლუი დე ბურბონი | |
---|---|
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 ნოემბერი, 1661 |
მმართ. დასასრული: | 14 აპრილი, 1711 |
წინამორბედი: | ლუი დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ლუი დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 ნოემბერი, 1661 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 14 აპრილი, 1711, (49 წლის) |
გარდ. ადგილი: | მუდონის სასახლე, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: | 28 აპრილი, 1711, სენ დენის ბაზილიკა |
მეუღლე: |
მარია ანა ვიქტორია ბავარიელი (ქ. 1680 - გარდ. 1690) მარი ემილი დე ჟოლ დე შონი (ქ. 1695) |
შვილები: |
ლუი, საფრანგეთის დოფინი ფილიპე V, ესპანეთის მეფე შარლი, ბერის ჰერცოგი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მარია ტერეზა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
დახურვა