ლუის რაინერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზ რაინერი (გერმ. Luise Rainer, გერმანულად: [ˈʁaɪ̯nɐ]; 12 იანვარი, 1910 — 30 დეკემბერი, 2014) — გერმანელ-ამერიკელ-ბრიტანელი კინომსახიობი.[1][2] იგი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც მოიგო ერთზე მეტი აკადემიის ჯილდო და, ამასთან ერთად, პირველი, რომელმაც პრიზი ზედიზედ ორჯერ მოიგო. გარდაცვალებამდე, 104 წლის ლუიზ რაინერი იყო ყველაზე ხნიერი ოსკაროსანი (2014 წლისთვის).[3][4]
ლუიზა რაინერი | |
---|---|
რაინერი 1941 წელს | |
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1910 ბელგრავია, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 2014 (104 წლის) |
რეზიდენცია |
ჰამბურგი, გერმანია ვენა, ავსტრია |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1926–1944, 1949–1957, 1965, 1984, 1991, 1996–1997, 2003 |
მეუღლე(ები) |
კლიფორდ ოდეტსი (იქ. 1937; განქორწინდა 1940) რობერტ კნითელი (იქ. 1945; გარდაიცვალა 1989) |
შვილ(ებ)ი | 1 |
რაინერმა სამსახიობო კარიერა გერმანიაში, 16 წლის ასაკში დაიწყო, ავსტრიელი რეჟისორის, მაქს რეინჰარდტის ხელმძღვანელობით . რამდენიმე წლის შემდეგ, იგი გახდა გამორჩეული მსახიობი რეინჰარდტის ვენის თეატრალურ ანსამბლთან ერთად. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს მის სამსახიობო ხარისხს. წლების განმავლობაში სცენაზე და ფილმებში თამაშის დროს, ის აღმოაჩინა ამერიკულმა მედია კომპანია მეტრო-გოლდვინ-მაიერმა; კომპანიასთან თანამშრომლობის მიზნით ლუიზამ ხელი მოაწერა სამწლიან კონტრაქტს, 1935 წელს. არაერთი კინორეჟისორის პროგნოზით, მას შანსი ჰქონდა გამხდარიყო ისეთივე პოპულარული, როგორც იმ დროის MGM-ის წამყვანი ქალი ვარსკვლავი — გრეტა გარბო იყო.
ამერიკაში მან პირველად ფილმ Escapade-ში ითამაშა, 1935 წელს. მომდევნო წელს მუსიკალური ბიოგრაფია — The Great Ziegfeld-ში მეროეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, სადაც, მიუხედავად შეზღუდული გამოჩენისა, მისმა შესრულებულმა როლმა იმდენად შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე და აკადემიაზე, რომ მას მიენიჭა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მას შემდეგ, ფილმში დრამატული სატელეფონო სცენის გამო მას „ვენის ცრემლი“ („Viennese teardrop“) დაარქვეს.[5] მისი შემდეგი როლი, სტუდიაში უთანხმოების მიუხედავად, იყო ღარიბი, უბრალო ჩინელი ფერმერის ცოლის პერსონაჟი, ფილმში „დალოცვილი დედამიწა“ (1937), რომელიც გადაღებულ იქნა პერლ ბუკის რომანის მიხედვით. ამ ფილმში შესრულებისთვის მან კვლავ მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.[6] ლუიზ რაინერი და ჯოდი ფოსტერი ერთადერთი მსახიობები არიან, რომლებმაც ოცდაათი წლის ასაკში ორი ოსკარი მოიპოვეს.
ამასთან, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ ამაზე უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ვიდრე ზედიზედ ორი ოსკარის მოგება, რადგან მას შემდეგ მაყურებლის მოლოდინი ძალიან მაღალი იქნებოდა. უმნიშვნელო როლების შესრულების შემდეგ, MGM და რაინერი იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რის შედეგადაც მან დაასრულა თავისი მოკლემეტრაჟიანი სამწლიანი კარიერა და მალევე დაბრუნდა ევროპაში.
რაინერი გარდაიცვალა ლონდონის სახლში, 2014 წლის 30 დეკემბერს, პნევმონიის შედეგად, 104 წლის ასაკში.[1] [2] აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მას 105 წლამდე ცამეტი დღე აშორებდა. რეინერმა თავისი ბოლო წლები ეიტონის მოედნის 54-ში (ბელგრეივია, ლონდონი) გაატარა, სადაც ადრე ვივიენ ლი ცხოვრობდა.