ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი (ფრანგ. Louise Françoise de Bourbon; დ. 1 ივნისი, 1673 — გ. 16 ივნისი, 1743) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის უკანონო ქალიშვილი რომელიც შემდგომში ლეგიტიმურ შვილად სცნეს და რომელსაც სახელი მამამისის კიდევ ერთი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ასევე მისი ნათლია იყო. დაბადებიდან გათხოვებამდე, იგი ატარებდა მადმუაზელ ნანტის წოდებას.
ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი | |
---|---|
Louise Françoise de Bourbon | |
კონდეს პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აპრილი, 1709 |
მმართ. დასასრული: | 16 ივნისი, 1743 |
წინამორბედი: | ანა ჰენრიეტა კურპფალცელი |
მემკვიდრე: | მარი ანა დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 ივნისი, 1673 |
დაბ. ადგილი: | ტურნუა, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 16 ივნისი, 1743, (70 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი III, კონდეს პრინცი |
შვილები: |
ანა მარი, მადმუაზელ ბურბონი ლუი IV, კონდეს პრინცი ლუიზ ელიზაბეტი, კონტის პრინცესა ლუიზ ანა, მადმუაზელ შაროლუა მარი ანა, მადმუაზელ კლერმონი შარლი, შაროლუას გრაფი ანრიეტა ლუიზა, მადმუაზელ ვერმანდუა ელიზაბეტ ალექსანდრინა, მადმუაზელ სენი ლუი, კლერმონის გრაფი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | მადამ დე მონტესპანი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
თორმეტი წლის ასაკში ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ლუი დე ბურბონს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ კონდეს პრინციც ხდება. იგი ახლოს იყო თავის ნახევარძმასთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან, რის გამოც მან შესძლო და თავისი ვაჟი ლუი ანრი საფრანგეთის პრემიერ მინისტრად აქცია. შემდგომში, პარიზში მან ააგო ბურბონის სასახლე, სადაც გადასახლდა კიდეც და იქ იცხოვრა გარდაცვალებამდე.