ლოლანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოლანი (დან. Lolland) — დანიის სიდიდით მეოთხე კუნძული. მდებარეობს ბალტიის ზღვაში. ფართობი 1 243 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 65 764 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Lolland, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Lolland | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 54°46′ ჩ. გ. 11°25′ ა. გ. |
ფართობი | 1 243 კმ² |
დანია | |
უდიდესი ქალაქი | ნაკსკოვი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 65 764 (2010) |
სიმჭიდროვე | 52,9 /კმ² |
დახურვა
კუნძული საკმაოდ ბრტყელია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 25 მეტრზე მდებარეობს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლოლანი გერმანელთათვის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო როლს ასრულებდა. კუნძულზე ისტორიულად იზრდება შაქრის ჭარხალი და დღესაც, ინდუსტრიის მთავარი კომპონენტი კვლავ შაქარია.
ლოლანის უდიდესი ქალაქია ნაკსკოვი 15,500 მოსახლით. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: მარიბო (6 000 მცხოვრები) და რედბი (2 500).