ლინა ჰორნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლინა მერი კელჰუნ ჰორნი (დ. 30 ივნისი, 1917 — გ. 9 მაისი, 2010) — ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. ჰორნის კარიერა მთლიანობაში 70 წელს მოიცავს, იგი მონაწილეობას იღებდა ფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და თეატრებში. 16 წლის ასაკში, ჰოლივუდში გადასვლამდე, გაწევრიანდა „ბამბის კლუბი“-ს გუნდში, სადაც იგი იყო ღამის კლუბის შემსრულებელი.
ლინა ჰორნი | |
---|---|
ლინა ჰორნი 1946 წელს | |
დაბადების სახელი | ლინა მერი კელჰუნ ჰორნი |
დაბადების თარიღი |
30 ივნისი, 1917 ბრუკლინი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
9 მაისი, 2010 (92 წლის) მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ბიჭების და გოგონების უმაღლესი სკოლა |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1933-2000 |
მეუღლე(ები) |
ლუის ჯორდან ჯოუნსი (იქ. 1937–44) ლენი ჰეიტონი (იქ. 1947–71) |
შვილ(ებ)ი |
გეილ ლუმეტ ბაკლი (ქალიშვილი) ედვინ ჯოუნსი (ვაჟი) |
ნათესავები |
ჯენი ლუმეტი (შვილიშვილი) ჯეიკ კანაველი (შვილიშვილი) |
1963 წლის აგვისტოს მან განაგრძო ღამის კლუბებსა და სატელევიზიო შოუებში შემსრულებლად მუშაობა, ამის პარალელურად ჰორნი ალბომებს აქვეყნებდა. 1980 წლის მარტს მან დაანონსა რომ მუსიკალურ კარიერას აღარ გააგრძელებდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაიღეს ერთ-ერთ შოუში, „ლენა ჰორნი: ლედი და მისი მუსიკა“-ში, მან შოუს 300 პერფომანსში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით მან მრავალი ჯილდო მიიღო და ხალხისგან აღიარებაც დაიმსახურა. ჰორნი მუსიკების ჩაწერას 1990-იან წლებშიც აგრძელებდა თუმცა 2000 წელს მან ყოველგვარი საქმიანობა შეწყვიტა. გარდაიცვალა 2010 წლის 9 მაისს, 92 წლის ასაკში, გულის უკმარისობით.