ლვივი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლვივი, ლვოვი (უკრ. Львів; პოლ. Lwów; რუს. Львов; გერმ. Lemberg) — უდიდესი ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ლვივის ოლქის, ლვივის რაიონისა და ლვივის საქალაქო თემის ადმინისტრაციული, კულტურული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი, ასევე ლვივის აგლომერაციის ცენტრი. მსხვილი სამრეწველო ცენტრი და სატრანსპორტო კვანძი. მოსახლეობაში უწოდებენ გალიციისა და დასავლეთ უკრაინის დედაქალაქს. 2014 წლისათვის ცხოვრობდა 729 038 ადამიანი, რომელთაგან 88% უკრაინელი, 9% რუსი და 1% პოლონელი იყო, დამატებით 200 000 ადამიანი ყოველდღიურად შემოდიოდა გარეუბნებიდან. მოსახლეობის მიხედვით იგი არის ქვეყნის მეშვიდე ქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლვივი უკრ. Львів | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ლვივის ოლქილვივის ოლქი | ||||
შიდა დაყოფა | 8 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°51′00″ ჩ. გ. 24°01′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | ანდრეი სადოვი | ||||
დაარსდა | XIII საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 1256 | ||||
ფართობი | 171.01 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 296 მ | ||||
ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
მოსახლეობა | 729,429 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 4007,6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 32(2) | ||||
საფოსტო ინდექსი | 79000 | ||||
საავტომობილო კოდი | BC / 14 | ||||
ოფიციალური საიტი | city-adm.lviv.ua | ||||
ლვივი, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით დააარსა კიევის რუსეთის დიდმა მთავარმა დანიელ გალიციელმა XIII საუკუნის შუა წლებში.[1][2] დაახლოებით 1256 წელს ქალაქი გახდა გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქი.[3] 1349-1772 წლებში იყო პოლონეთისა და რეჩ-პოსპოლიტას შემადგენლობაში. რეჩ-პოსპოლიტის პირველი დანაწილების შემდეგ 1775-1918 წლებში ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაშია, როგორც გალიციისა და ლოდომერიის სამეფოს ნაწილი და მისი დედაქალაქი. ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ 1918 წელს შევიდა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში, პოლონეთ-უკრაინის ომის შემდეგ, 1919-1939 წლებში კვლავ პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1939-1941 და 1944-1991 წლებში უკრაინის სსრ-ის ნაწილია.
1998 წელს ლვივის ისტორიული ცენტრი შეყტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[4] ქალაქში მდებარეობს უკრაინის არქიტექტურული ძეგლების 50 %-ზე მეტი.[5] 2009 წელს მას მიენიჭა უკრაინის კულტურული დედაქალაქის წოდება.[6] ქალაქი პერიოდულად წამყვან ადგილებს იკავებს ტურისტული და საინვესტიციო მოზიდვების რეიტინგებში.[7][8][9]
ლვივის მთავარი საგანმანათლებლო კერებია ლვივის უნივერსიტეტი და ლვივის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ქალაქში ასევე არის ფილარმონიული ორკესტრი და ლვივის ოპერისა და ბალეტის თეატრი. 2006 წელს ქალაქმა დაარსებიდან 750 წლისთავი იზეიმა. 2012 წელს კი უკრაინის იმ ოთხ ქალაქს შორის აღმოჩნდა, რომელშიც გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი. ქალაქის დღეს აღნიშნავენ მაისის პირველ შაბათს.