ლარისა ლატინინა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლარისა ლატინინა (უკრ. Лариса Семенівна Латиніна; რუს. Лари́са Семёновна Латы́нина; დ. 27 დეკემბერი, 1934) — ყოფილი საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე სამხრეთ უკრაინიდან. 1956-1964 წლებში მან ინდივიდუალურ ჩათვლაში 14 ოლიმპიური მედალი, გუნდურ ჩათვლაში კი 4 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ტანმოვარჯიშეთა შორის ლატინინას რეკორდული მაჩვენებელი აქვს — 9 ოლიმპიური ოქროს მედალი. ხოლო 18 ოლიმპიური მედალი 48 წლის განმავლობაში (მაიკლ ფელპსი; 31 ივლისი, 2012)[2] რეკორდული მაჩვენებელი იყო. ინდივიდუალურ ჩათვლაში მოპოვებული მედლების რაოდენობით (14 მედალი) ლატინინა 52 წლის განმავლობაში რეკორდსმენი იყო (მაიკლ ფელპსი; 11 აგვისტო, 2016). მიიჩნევა, რომ ტანვარჯიშში საბჭოთა კავშირის მოწინავე ძალად გადაქცევას სწორედ მისმა უპრეცედენტო მოღვაწეობამ შეუწყო ხელი.[3]
სწრაფი ფაქტები ლარისა ლატინინა, სრული სახელი ...
ლარისა ლატინინა | |
---|---|
ლატინინა კრემლში 2010 წელს | |
სრული სახელი | ლარისა სემიონოვნა ლატინინა |
ქვეყანა (სპორტი) | სსრკ |
დაიბადა |
27 დეკემბერი, 1934 (1934-12-27) (89 წლის) ხერსონი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი |
სიმაღლე | 1,61 მ.[1] |
წონა | 52 კგ.[1] |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო |
კარიერა დაასრულა | 1966 |
დახურვა