ლანდო ნორისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლანდო ნორისი (ინგლ. Lando Norris; დ. 13 ნოემბერი 1999) — ბრიტანელი და ბელგიელი[1] ავტომრბოლელი, რომელიც ამჟამად ფორმულა ერთში ასპარეზობს McLaren-ის გუნდში,[2] ბრიტანეთის სახელით.
2015 წელს მოიგო MSA Formula-ს ჩემპიონატი, 2016 წელს კი Toyota Racing Series, Formula Renault 2.0-ის ევროთასი და Formula Renault 2.0-ის ჩრდილოეთ ევროპის თასი. იმავე წელს მიიღო McLaren Autosport BRDC-ის ჯილდო. 2017 წელს შეუერთდა მაკლარენის ახალგაზრდა მრბოლელთა პროგრამას. მოიგო 2017 წლის FIA Formula 3-ის ევროპის ჩემპიონატი Carlin Motorsport-ის გუნდის სახელით. აღზევდა ფორმულა ორში (Carlin-ის გუნდით), სადაც 2018 წელს მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წელს ის გახდა McLaren-ის მრბოლელი. ფორმულა ერთში საპრიზო ადგილი (მე-3) პირველად 2020 წელს ავსტრიის გრან-პრიზე დაიკავა.