ლადისლავ კუბალა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლასლო (ლადისლავ) კუბალა (სლოვაკ. Ladislav Kubala, უნგრ. Kubala László; დ. 10 ივნისი, 1927 — გ. 17 მაისი, 2002(2002-05-17)) — სლოვაკური წარმოშობის უნგრელი ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 43-ე ადგილზე დასახელდა.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Kubala László | ||
დაბადების თარიღი | 10 ივნისი, 1927 | ||
დაბადების ადგილი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | ||
გარდაცვალების თარიღი | 17 მაისი, 2002 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 176 | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1944 | Ganz TE | 9 | (2) |
1945–1946 | ფერენცვაროში | 49 | (27) |
1946–1948 | სლოვანი ბრატისლავა | 33 | (14) |
1948–1949 | ვაშაში | 20 | (10) |
1949–1950 | პრო პატრია | ? | (?) |
1950 | Hungária | ? | (?) |
1951–1961 | ბარსელონა | 256 | (194) |
1963–1965 | ესპანიოლი | 29 | (7) |
1966–1967 | ციურიხი | ? | (?) |
ეროვნული ნაკრები | |||
1946–1947 | ჩეხოსლოვაკია | 6 | (4) |
1948 | უნგრეთი | 3 | (0) |
1953–1961 | ესპანეთი | 19 | (11) |
1954–1963 | კატალონია | 4 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ლასლოს კარიერის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო უნგრეთის გარდა, ჩეხოსლოვაკიაში და ესპანეთში უწევდა ცხოვრება. შესაბამისად საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა შემადგენლობაში გამოდიოდა. ესპანეთის ნაკრების პარალელურად, როგორც კატალონიის მოქალაქე, ასევე თამაშობდა კატალონიის ნაკრებშიც.
კუბალა მთელ მსოფლიოში ძირითადად ერთდაიგივე სახელის სლოვაკური და უნგრული ფორმით არის ცნობილი: ლადისლავ და ლასლო, თუმცა ფეხბურთელს ესპანეთში ცხოვრების დროს ხშირად მოიხსენიებდნენ ესპანურ ვარიანტზე, როგორც ლადისლაო (Ladislao), ან კატალონიურად, როგორც ლადისლაუ (Ladislau).