კრის კორნელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრის კორნელი (ნამდვილი სახელი და გვარი კრისტოფერ ჯონ ბოილი; დ. 20 ივლისი, 1964 — გ. 18 მაისი, 2017[1]) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ცნობილი, როგორც სიეტლური როკ-ჯგუფ Soundgarden-ის რიტმული გიტარისტი/სიმღერების ავტორი და Audioslave-ის სიმღერების ავტორი/წამყვანი ვოკალისტი. ცნობილია თავისი სოლო შემოქმედებითაც, საუნდტრეკებისთვის დაწერილი სიმღერებით და მეგობრის, ენდრიუ ვუდის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროექტით Temple of the Dog.
კრის კორნელი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კრისტოფერ ჯონ ბოილი |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1964 |
დაბ. ადგილი | სიეტლი, ვაშინგტონის შტატი, აშშ |
გარდ. თარიღი | 18 მაისი, 2017 (52 წლის)[1] |
გარდ. ადგილი | დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ |
დასაფლავებულია | Hollywood Forever Cemetery |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აქტიური | 1984–2017 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | chriscornell.com |
კრის კორნელი ვიკისაწყობში |
კორნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა 1990-იანების გრანჟის მოძრაობაში, უამრავი საავტორო სიმღერით და თითქმის ოთხოაქტავიანი ვოკალური დიაპაზონით[4], ე.წ. „ბელტინგის“ ელემენტებით. გამოცემული აქვს ოთხი სოლო ალბომი - Euphoria Morning (1999), Carry On (2007), Scream (2009), Higher Truth (2015) და ცოცხალი Songbook (2011). მიღებული აქვს ოქროს გლობუსი სიმღერისთვის „The Keeper“ (ფილმიდან „მოქადაგე იარაღით“) და არის ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „კაზინო როიალი“ თემატური სიმღერის, „You Know My Name“, შემსრულებელი. ჟურნალის Guitar World მკითხველების გამოკითხვით[5] იგი როკის უდიდესი ვოკალისტების სიაში მოხვდა, Hit Parader-ის „მძიმე მეტალის ყველა დროის 100 ვოკალისტის სიაში“ მეოთხე ადგილი დაიკავა[6], Rolling Stone-ის „ყველა დროის საუკეთესო წამყვანი ვოკალისტების სიაში“ — #9[7] და #12 — MTV-ის „მუსიკაში 22 უდიდესი ხმის“ სიაში.[8]