კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი (გერმ. Christiane Eberhardine von Brandenburg-Bayreuth, პოლ. Krystyna Eberhardyna Hohenzollernówna; დ. 19 დეკემბერი, 1671 — გ. 4 სექტემბერი, 1727) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფ კრისტიან ერნესტის ასული. საქსონიის კურფიურსტი 1694-1727 წლებში, პოლონეთისა და ლიტვის ორგზის დედოფალი 1697-1701 და 1709-27 წლებში როგორც ავგუსტ II საქსონიელის მეუღლე. აღსანიშნავია, რომ თავისი ოცდაათწლიანი დედოფლობის პერიოდში მას ერთხელაც კი არ დაუდგამს ფეხი პოლონეთის მიწაზე. მიზეზი ის იყო, რომ იგი გულმხურვალე ლუთერანი იყო და თავს არც თვლიდა კათოლიკე პოლონელების დედოფლად, ამიტომაც ყოველთვის ლუთერანულ საქსონიაში ყოფნას ამჯობინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის და მისი დედამთილი, ანა სოფია დანიელი ლუთერანობის ერთგულნი დარჩნენ, მისმა ქმარმა და ვაჟმა კათოლიკობა მიიღეს პოლონეთის ტახტის შესანარჩუნებლად და მეტიც, მისი ვაჟი შემდეგში კათოლიკე ქალზე დაქორწინდა და მისი შვილებიც კათოლიკეებად აღიზარდნენ.
კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი | |
---|---|
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 სექტემბერი, 1697 |
მმართ. დასასრული: | 1 სექტემბერი, 1701 |
წინამორბედი: | მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი |
მემკვიდრე: | კატარინა ოპალინსკა |
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 1709 |
მმართ. დასასრული: | 4 სექტემბერი, 1727 |
წინამორბედი: | კატარინა ოპალინსკა |
მემკვიდრე: | კატარინა ოპალინსკა |
საქსონიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი, 1694 |
მმართ. დასასრული: | 4 სექტემბერი, 1727 |
წინამორბედი: | ელეონორა ედმუნტა საქსენ-ეიზენახელი |
მემკვიდრე: | მარია იოზეფა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 დეკემბერი, 1671 |
დაბ. ადგილი: | ბაიროითი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 4 სექტემბერი, 1727, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვიტენბერგი, გერმანია |
მეუღლე: | ავგუსტ II, პოლონეთის მეფე |
შვილები: | ავგუსტ III, პოლონეთის მეფე |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | კრისტიან ერნესტი, ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფი |
დედა: | სოფია ლუიზა ვიუტემბერგელი |
რელიგია: | ლუთერანობა |