კოტეს სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
კოტეს სამეფო (სინჰალ. කෝට්ටේ රාජධානිය) — XV საუკუნეში შრი-ლანკის ტერიტორიაზე არსებული სამეფო, რომლის ცენტრსაც დღევანდელი კოლომბოს გარეუბანი შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე წარმოადგენდა. მისი მმართველი პარაკრამაბაჰუ VI იყო ბოლო ადგილობრივი წარმომავლობის მეფე რომელმაც მთლიანი შრი-ლანკის ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება შეძლო.