კონტინენტური არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
კონტინენტალური არმია იყო გაერთიანებული სამხედრო სტრუქტურა, რომელსაც მართავდა 13 კოლონია, ბრიტანეთთან ბრძოლისას, ამერიკის რევოლუციის დროს. არმია შეიქმნა კონტინენტალური კონგრესის რეზოლუციის თანახმად 1775 წლის 14 ივნისს. არმიის უმეტესი ნაწილი დათხოვნილი იქნა პარიზის ზავის შემდეგ 1783 წლის 3 ნოემბერს. არმიის მცირე ნარჩენი იდგა ვესტ პოინტთან და სხვა სასაზღვრო პოსტებზე, ვიდრე კონგრესმა 1784 წლის 3 ივნისის რეზოლუციის თანახმად არ შექმნა აშშ-ის არმია.