კონსტანტინოს კავაფისი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინოს კავაფისი — ასევე ცნობილი, როგორც კონსტანტინე ან კონსტანტინოს პეტრუ კავაფისი (ბერძ. Κωνσταντίνος Π. Καβάφης) (დ. 29 აპრილი [ძვ. სტ. 17 აპრილი] 1863 — გ. 29 აპრილი, 1933) — ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სამოქალაქო მოღვაწე[11]. ცნობილია პოეტურობის განსაკუთრებული მანერით, სტილითა და ინდივიდუალიზმით, რითაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ბერძნულ, ისე — დასავლურ ლიტერატურაში.
კონსტანტინოს კავაფისი | |
---|---|
ბერძ. Κωνσταντίνος Πέτρου Καβάφης | |
| |
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1863(1863-04-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ალექსანდრია[7] [6] |
გარდაცვალების თარიღი | 29 აპრილი, 1933(1933-04-29)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [6] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ალექსანდრია[7] [6] |
საქმიანობა | პოეტი[6] |
ენა | ახალი ბერძნული ენა და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
ოსმალეთის იმპერია ეგვიპტე საბერძნეთი[10] |
Magnum opus | The Cavafy Publications 1891-1934 |
ხელმოწერა | |
კავაფისი ავტორია 154 პოეტური ქმნილებისა, რომელთაგანაც დიდი ნაწილი დაუსრულებელია ან ჩანახატის ფორმა აქვს. ცხოვრების განმავლობაში ხშირად ცდილობდა, გამოექვეყნებინა თავისი შემოქმედება ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში ან საკუთარი ხარჯებით გამოეცა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსები ორმოცი წლის ასაკის შემდგომ პერიოდშია შექმნილი და გამოიცა მხოლოდ გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.