კიოტოს პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
კიოტოს პრეფექტურა (იაპ. 京都府) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] კიოტოს პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 2 610 353 ადამიანს (2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით) და მას 4 612 კვადრატული კილომეტრის ფართობი უჭირავს. პრეფექტურას ესაზღვრება: ფუკუის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, შიგას პრეფექტურა - აღმოსავლეთით, მიეს პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნარის და ოსაკას პრეფექტურები - სამხრეთით და ჰიოგოს პრეფექტურა დასავლეთით.
კიოტოს პრეფექტურა 京都府 | |
---|---|
კიოტოს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კანსაი |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°01′18″ ჩ. გ. 135°45′20″ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | კიოტო |
ISO 3166-2:JP | JP-26 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 4 612.19 კმ² (31) |
მოსახლეობა | (2015) |
სულ | 2 610 353 ად. (13) |
სიმჭიდროვე | 566 ად./კმ² |
რაიონი | 6 |
მუნიციპალიტეტი | 26 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Cryptomeria japonica |
ყვავილი | Prunus spachiana |
ფრინველები | Calonectris leucomelas |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ტაკატოში ნიშივაკი |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
კიოტო არის კიოტოს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: უჯი, კამეოკა და მაიზური.[2] კიოტოს პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის ზღვის სანაპიროზე და ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით კიის ნახევარკუნძულისკენ. ის მოიცავს ყოფილი პროვინციების იამაშიროს, ტამბასა და ტანგოს ტერიტორიას . კიოტოს პრეფექტურის ცენტრი მდებარეობს ისტორიული საიმპერატორო დედაქალაქ კიოტოში. პრეფექტურა ერთ ერთია იაპონიის ორი პრეფექტურიდან, რომელიც ფუ დაბოლოებას იყენებს დასახლებისას კენ-ის ნაცვლად. კიოტოს დამსახურებით პრეფექტურა იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს. პრეფექტურის მთლიანი ტერიტორიის 21% ბუნებრივ პარკებადაა გამოცხადებული. კიოტოს პრეფექტურა წარმოადგენს კეიჰანშინის მიტროპოლიტის ნაწილს, მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეორე რეგიონს იაპონიაში და ასევე მშპ-ით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ რეგიონს.