კეცალკოატლი (პტეროზავრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
კეცალკოატლი (ლათ. Quetzalcoatlus) — ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის პტეროზავრი, რომლის ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკის ზედაცარცულ ნალექებში (ბინადრობდა დაახლოებით 70,6—66,0 მილიონი წლის წინ).[1]
სწრაფი ფაქტები კეცალკოატლი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კეცალკოატლი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კეცალკოატლის ჩონჩხის რეკონსტრუქცია, ჰიუსტონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Quetzalcoatlus Lawson, 1975 | |||||||||||
|
დახურვა
მისი სახელი მომდინარეობს ძველი ამერიკის ღვთაება კეცალკოატლისგან. გვარში გაერთიანებულია ორი სახეობა: Quetzalcoatlus northropi და Quetzalcoatlus lawsoni[2].
კეცალკოატლის ფრთების შლილის ზუსტი ზომა უცნობია, რადგანაც ნამარხი ნაშთები სრულად არ არის შემორჩენილი, თუმცა პტეროზავრების სხვა სახეობების პროპორციებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ მისი ფრთების შლილი დაახლოებით 12 მეტრს აღწევდა (ზოგიერთი პალეონტოლოგის აზრით — 15 მეტრსაც კი).[3]