კეიოს უნივერსიტეტი
კერძო უნივერსიტეტი ტოკიოში, იაპონია / From Wikipedia, the free encyclopedia
კეიოს უნივერსიტეტი (იაპონ. 慶應義塾大学) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი იაპონიაში, რომელიც ტოკიოში, მინატოს რაიონში მდებარეობს. უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა იაპონიაში, 1858 წელს ფუკუზავა იუკიჩიმ დააარსა. უნივერსიტეტს თერთმეტი კამპუსი აქვს, რომლებიც ტოკიოსა და კუნაგავაშია განლაგებული. სასწავლებელში ათი მოქმედი ფაკულტეტია, მათ შორისაა ლიტერატურა, ეკონომიკა, ბიზნესი და კომერცია, მედიცინა, მეცნიერება და ტექნოლოგია, საპოლიციო მენეჯმენტი და ფარმაცია. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში კეიოს უნივერსიტეტი მსოფლიოში 34-ე, ხოლო აზიაში მესამე ადგილს იკავებს.[10]
კეიოს უნივერსიტეტი | |
---|---|
慶應義塾大学 | |
დევიზი | 実学[1] [2] და 独立自尊[2] [3] |
დაფუძნდა | 1858 |
ატარებს სახელს | Keiō და juku |
დამფუძნებელი (-ები) | ფუკუზავა იუკუჩი |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი, კერძო სკოლა, academic publisher და უნივერსიტეტი |
თავმჯდომარე | Akira Haseyama[4] |
სტუდენტი | 33 518[5] |
ქვეყანა | იაპონია |
ფერები | ყვითელი, ლურჯი და წითელი |
კავშირები | Top International Managers in Engineering, ORCID[6] [7] , arXiv[8] და Association of Pacific Rim Universities[9] |
https://www.keio.ac.jp/ |
კეიოს უნივერსიტეტი საუკეთესო გლობალური უნივერსიტეტების პროექტის წევრია, რომელიც იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს მიერ ფინანსდება. კეიო ერთერთია იმ ორ იაპონურ უნივერსიტეტს შორის, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური უნივერსიტეტების ლიდერების ფორუმის წევრია.[11]
უნივერსიტეტი მრავალი გამოჩენილი ადამიანის ალმა-მატერია, კეიოს კურსდამთავრებულებს შორის არიან სამი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორი ასტრონავტი და ექვსი ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის საერთაშორისო საპატიო წევრი.[12]
კეიოს უნივერსიტეტი გაერთიანებული საგანმანათლებლო სისტემისა და ორგანიზაციის, კეიო გიჯუკუს ნაწილია, რომელიც დაწყებით და საშუალო სკოლებსაც მოიცავს.[13]