კასტელიონის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კასტელიონის პროვინცია შედის ვალენსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 135 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
კასტელიონის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან რვა კომარკაში: ალტო-პალანსია (27 მუნიციპალიტეტი), ალტო-მიხარესი (22), პლანა-ბახა (20), ბახო-მაესტრასგო (18), პლანა-ალტა (17), ლოს-პუერტოსი (13), ალკალატენი (9) და ალტო-მაესტრასგო (9).
კასტელიონის პროვინციის ფართობია 6611,93 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 585 590 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია კასტელიონ-დე-ლა-პლანა, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია მორელია (413,5 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ხელდო (0,5 კმ²)[4].