კარპატების ხის ეკლესიები სლოვაკეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
კარპატების ხის ეკლესიები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის სახელწოდება, რომელიც მოიცავს სლოვაკეთის რვა სხვადასხვა ადგილას მდებარე XVI-XVIII საუკუნეების ხის ცხრა რელიგიურ ნაგებობას. მათგან, ორი რომანულ-კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, სამი პროტესტანტულს და სამი კელესია, აგრეთვე დამატებითი სამრეკლო — ბერძნულ-კათოლიკურს. დამატებით, თანამედროვე სლოვაკეთის ტერიტორიაზე, ძირითადად პრეშოვის მხარის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში, 50-ზე მეტი ასეთი ხის ეკლესია მდებარეობს.
სწრაფი ფაქტები კარპატების მთების ხის ეკლესიების სლოვაკური ნაწილი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
კარპატების მთების ხის ეკლესიების სლოვაკური ნაწილი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 49°20′10″ ჩ. გ. 19°33′30″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1273 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა