კარაჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
კარაჩი (ურდუ کراچی) — საპორტო ქალაქი პაკისტანის სამხრეთში, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი მსოფლიოში 24 მილიონი მცხოვრებით, სინდის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. კარაჩი არის პაკისტანის უმთავრესი ფინანსური, საბანკო, სამრეწველო და სავაჭრო ცენტრი. ქალაქი სამხრეთ აზიაში და ისლამურ სამყაროში უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრია[3].
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კარაჩი کراچی | |||
| |||
ქვეყანა | პაკისტანი | ||
პროვინცია | სინდისინდის პროვინცია|სინდი | ||
კოორდინატები | 24°51′36″ ჩ. გ. 67°00′36″ ა. გ. | ||
მმართველი | Murtaza Wahab | ||
დაარსდა | 1729 | ||
ფართობი | 3 527 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 8 მ | ||
ოფიციალური ენა | ურდუ ენა | ||
მოსახლეობა | 24 000 000[1][2] კაცი (2013) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | ||
სატელეფონო კოდი | 021 | ||
საფოსტო ინდექსი | 74000–75900 | ||
საავტომობილო კოდი | KA და KC | ||
ოფიციალური საიტი | kmc.gos.pk | ||
დახურვა
კარაჩი დამოუკიდებელი პაკისტანის პირველი დედაქალაქი იყო (1958 წელს დედაქალაქი გადაიტანეს რავალპინდში). დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძირითადად ინდოეთიდან და აღმოსავლეთი პაკისტანიდან ასობით ათასი ურდუ ენაზე მოლაპარაკე მიგრანტის გადმოსახლებამ გამოიწვია.
ქალაქში დაიბადა და აქვეა დაკრძალული პაკისტანის დამაარსებელი მუჰამედ ალი ჯინა.