კარანტანია
From Wikipedia, the free encyclopedia
კარანტანია (გერმ. Karantanien; სლოვენ. Karantanija, Korotan) — ერთ-ერთი ძველი სლავური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩამოყალიბდა VII საუკუნეში. მდებარეობდა ძირითადად დღევანდელი ავსტრიის მხარეების, კარინთიისა და შტირიის ტერიტორიაზე, ასევე მოიცავდა თანამედროვე სლოვენიის ნაწილს. იარსება დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაში, სანამ იგი კაროლინგთა იმპერიის შემადგენელი ნაწილი არ გახდა. კარანტანიის მოსახლეობამ სათავე დაუდო სლოვენი ხალხის ჩამოყალიბებას.