კაპრი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაპრი (იტალ. Capri) – კუნძული ტირენიის ზღვაში, ეკუთვნის იტალიას. მდებარეობს ნეაპოლის ყურეში, სორენტინის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. კუნძული კურორტს წარმოადგენდა ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს.
- ფართობი — 10.4 კმ.კვ.
- მოსახლეობა — 12.200 (2002)
კაპრი შედის იტალიის ნეაპოლის პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია ქალაქი კაპრი. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა-პიკოლა და მარინა-გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება — ანაკაპრი.
კაპრის პირველ მაცხოვრებლებს ბერძენი კოლონისტები წარმოადგენდნენ და სახელწოდებაც სწორედ ბერძნულიდან მოდის κάπρος (kapros - გარეული ტახი)