კანადის ისტორიის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
კანადის ისტორიის მუზეუმი (კიმ) (ინგლ. Canadian Museum of History (CMH); ფრ. Musée canadien de l’histoire) - კანადის ეროვნული ისტორიის და კულტურის მუზეუმი კვებეკში, ქალაქ გატინოს ჰალის უბანში, პარლამენტ ჰილის მოპირდაპირე მხარეს. [3] მუზეუმი სპეციალიზირდება კანადის ისტორიასთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მატერიალური ობიექტების შეგროვებაზე, შესწავლაზე, შენახვაზე და გამოფენაზე. [4] ის 1856 წელს დაარსდა, მისი საგამოფენო სივრცე კი 4,000,000-ზე მეტ ექსპონატს, 25,000 მ²-ს, სუვენირების მაღაზიას და ორ რესტორანს მოიცავს, რაც მას კანადაში უდიდეს და ჩრდილოეთი ამერიკის ერთ-ერთ უძველეს კულტურულ დაწესებულებად ქმნის. ძირითადი გამოფენის გარდა მუზეუმში დროებითი გამოფენები იმართება, რომლებიც ყურადღებას ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთზე ან კონკრეტულ კულტურაზე (წარსულზე ან შემორჩენილზე) ამახვილებენ. [5] არსებობს ასევე ონლაინ და მოგზაური გამოფენები.
კანადის ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შესასვლელი | |
45°25′47″ ჩ. გ. 75°42′32″ დ. გ. | |
დაარსდა | 1856 წ. |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | გატინო[1] [2] |
კლასიფიკაცია | ისტორიის და კულტურის მუზეუმი |
დირექტორი | კაროლინა დრომაგე |
ოფიციალური საიტი | historymuseum.ca |
მუზეუმი წლების მანძილზე სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი. დღევანდელი სახელი მუზეუმს 2013 წელს დაერქვა კანადის ცივილიზაციის მუზეუმის მაგივრად. [6] კიმ ასევე კანადის ბავშვთა მუზეუმს მოიცავს, კანადიის ისტორიის მუზეუმის კორპორაციას ასევე კანადის სამხედრო მუზეუმი და ახალი საფრანგეთის ვირტუალური მუზეუმი ეკუთვნის, ადრე მას კანადის ფოსტის მუზეუმიც ეკუთვნოდა. მუზეუმი შედის კანადის მუზეუმების ასოციაციაში და დაკავშირებულია კანადის ვირტუალურ მუზეუმთან.
მუზეუმის თანამედროვე შენობა 1968 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დიზაინის და პროექტის ავტორი დუგლას კარდინალი გახდა - აბორიგენული წარმოშობის კანადელი არქიტექტორი, რომელმაც არქიტრქტურა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში და ტექასის უნივერსიტეტში შეისწავლა. სამუზეუმო კომპლექსი დაყოფილია საჯარო და საკურატორი ზონებად, რომლებსაც კიბე და მუზეუმის პლაზები აკავშირებთ. მუზეუმის გარშემო მოწყობილია მწვანე ზონა, რომელიც აერთებს მას ოტავას მდინარესთან და ჟაკის ცენტრის პარკთან.