კალაპანი
From Wikipedia, the free encyclopedia
კალაპანი (ოფიციალურად ქალაქი კალაპანი; ტაგ: Lungsod ng Calapan) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და აღმოსავლეთ მინდოროს პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 133 893 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კოორდინატები ...
კალაპანი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 13°24′50″ ჩ. გ. 121°10′48″ ა. გ. |
დაარსდა | 2 იანვარი, 1917 |
ფართობი | 250.06 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 87 მეტრი |
მოსახლეობა | 145 786 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 43 |
საფოსტო ინდექსი | 5200 |
ოფიციალური საიტი | http://www.cityofcalapan.gov.ph/ |
დახურვა
კალაპანის ნავსადგური კუნძულ მინდოროს უდიდესი და ყველაზე დატვირთული ნავსადგურია. ბატანგასის საერთაშორისო ნავსადგურიდან კალაპანის პორტამდე მანძილის დაფარვა ბორნებით 45 წთ-ში შეიძლება. კალაპანი მიმაროპის რეგიონის ორი ქალაქიდან ერთ-ერთია (მეორე პუერტო-პრინსესაა, რომელიც პალავანზე მდებარეობს). კალაპანი რეგიონის ადმინისტრაიცული ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქი აღმოსავლეთ მინდოროს პროვინციის კომერციული, ინდუსტრიული, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, რელიგიური და საგანმანათლებლო ცენტრია.