კაირო
From Wikipedia, the free encyclopedia
კაირო (არაბ. القاهرة; al-Qāhirah) — ეგვიპტის დედაქალაქი; 15.2 მილიონიანი მოსახლეობით (აგლომერაცია) უდიდესი ქალაქია აფრიკაში; მსოფლიოში რიგით მე-16 ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მეტროპოლია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაირო القاهرة | |||
კაირო ღამით | |||
| |||
ქვეყანა | ეგვიპტე | ||
კოორდინატები | 30°05′00″ ჩ. გ. 31°14′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Abd El Azim Wazir[1] | ||
დაარსდა | 6 ივლისი, 969 | ||
პირველი ხსენება | 969 | ||
ფართობი | 214 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 23 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 7 734 614 კაცი (2005) | ||
სიმჭიდროვე | 36 143 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
საფოსტო ინდექსი | 11511–11668 | ||
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ოფიციალური სახელია „ალ-ქაჰირა“, ადგილობრივი მცხოვრებლები მას როგორც წესი ქვეყნის სახელით „მაშრ“ (არაბ. مصر) მოიხსენიებენ ადგილობრივ დიალექტზე. სახელი „ალ-ფაჰირა“ ითარგმნება, როგორც „გამარჯვებული“. სახელის წარმოშობად ქალაქის დაფუძნების დროს პლანეტა მარსის მდგომარეობას მიიჩნევენ. მარსი დესტრუქციასთან იგივდება და არაბულად მას „ალ-ნაჯმ-ალ-ქაჰირ“ ეწოდება, ლეგენდის მიხედვით სწორედ აქედან უნდა იყოს ქალაქის სახელიც. თუმცა ისტორიულად ქალაქის სახელი მისი ტიტულიდან „ქაჰირატ-ალ-ადაა“ (მტერთა დამთრგუნველი) უნდა წარმოშობილიყო. ეს ტიტული ქალაქს მიეცა მისი ძლევამოსილი სტატუსის გამო, ვინაიდან უცხოელთა ჯარების მიერ ქალაქის დაპყრობის მრავალი მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა (მაგ. მონღოლთა, ჯვაროსნებისა და ოსმალთა შემოსევები).