კავკასიის სახანოები
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიის სახანოები ან აზერბაიჯანული სახანოები — სხვადასხვა სამთავროებად დაყოფილი სპარსეთის (ირანი) ტერიტორიები კავკასიაში (თანამედროვე აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და დაღესტანის ტერიტორიაზე), გვიან სეფიანთაგან ყაჯარების დინასტიამდე. სახანოებს, ძირითადად მართავდნენ თურქულენოვანი (აზერბაიჯანული)[2] წარმოშობის[3][4][5] ხანები, რომლებიც იყვნენ ირანის შაჰის (მეფე) ვასალები.[6] სპარსეთმა სამუდამოდ დაკარგა ამ სახანოების ნაწილი რუსეთ-ირანის ომების შედეგად, XIX საუკუნეში, ხოლო დანარჩენები კი დარჩა სპარსეთს.
სახანოები, რომლებიც საბოლოოდ რუსეთის იმპერიამ დაიპყრო:
- კასპიის სანაპირო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ:
- ტარკის საშამხლო (1813 რუსეთის პროტექტორატი, 1867 გაუქმდა)
- დერბენდის სახანო (1806 ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის მიერ, იმავე წელს გაუქმდა)
- მეხტულის სახანო[7]
- კაიტაკის სამთავრო (ასევე ჰქვია „Utsmia of Karakaytak“) [8]
- ტაბასარანის სამთავრო (ასევე ჰქვია „Maisumat of Tabasaran“)
- ყუბის სახანო (1805 რუსეთის პროტექტორატი, 1816 გაუქმდა)
- ბაქოს სახანო (1806 ეწოდა ლენქორანის სახანო (1802 რუსეთის პროტექტორატი, 1826 გაუქმდა))
- თალიშის სახანო ასევე ეწოდა ლენქორანის სახანო (1802 რუსეთის პროტექტორატი, 1826 გაუქმდა)
- ჯავადის სახანო, 1800 ალბათ შედიოდა შირვანის შემადგენლობაში
- დაღესტანის შემადგენლობაში:
- გაზიკუმუხის სამთავრო ან შამხალატი დაღესტანის, რომელიც დაიშალა შემდეგ პატარა მხარეებად 1642 წელს[9]
- გაზიკუმუხის სახანო (რუსეთის გავლენა 1811-დან, 1860 გაუქმდა)
- ავარიის სახანო (1803-დან რუსეთის პროტექტორატი, 1864 გაუქმდა)
- მთების სამხრეთით დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ:
- ერევნის სახანო (1827 ოკუპირებული, 1828 ანექსირებული რუსეთის მიერ)
- ნახიჩევანის სახანო (1827 ოკუპირებული, 1828 ანექსირებული რუსეთის მიერ)
- განჯის სახანო (1804 ოკუპირებული და ანექსირებული რუსეთის მიერ)
- ყარაბაღის სახანო (1805 რუსეთის პროტექტორატი, 1822 გაუქმდა)
- ელისუს სასულთნო (1806 რუსეთის პროტექტორატი, 1844 გაუქმდა)
- შაქის სახანო (1805 რუსეთის პროტექტორატი, 1819 გაუქმდა)
- შირვანის სახანო (1805 რუსეთის პროტექტორატი, 1820 გაუქმდა)
- ასევე:
- შურაგელის სასულთნო საქართველოს, თურქეთის და სპარსეთის გადაკვეთაზე
- შამშადილი სასულთნო და ყაზახის სასულთნო, ჩრდილოეთით სევანის ტბა და დასავლეთით განჯა, როგორც ჩანს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში[10]
გარდა ამისა, დაღესტანის ზოგიერთი შორეულ კუთხე იყო მეტწილად დამოუკიდებელი სოფელი/ფედერაცია, რუსეთის დაპყრობილ ფართზე:[11]
- ახტუს ფედერაცია
- აკუშა-დარგოს ფედერაცია
- ანდალალის ფედერაცია
- ქარ-ბელაქანი დღესდღეობით აზერბაიჯანის შემადგენლობაში
- კოისუბუ ან ჰინდალი, გიმრი გარშემო
- რუტულის ფედერაცია
უძველესი დროიდან, სანამ ჩამოვიდოდნენ რუსები, ტერიტორიების ყველაზე ზემო ნაწილი შედიოდა ირანული სამყაროს[12] შემადგენლობაში და იყო სპარსული კონტროლის ქვეშ (ტრანსკავკასია და დაღესტანის ნაწილი).