კავკასიის სამეფისნაცვლო
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიის სამეფისნაცვლო (რუს. Кавказское наместничество; 5 მაისი, 1785 — 31 დეკემბერი, 1796; 27 დეკემბერი, 1844 — 22 ნოემბერი, 1881 და 26 თებერვალი, 1905 — 9 (22) მარტი, 1917) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მმართველობის სპეციალური ორგანო. მას ხელმძღვანელობდა იმპერატორის მიერ დანიშნული მეფისნაცვალი, რომელიც ახორციელებდა თავის სამოქალაქო ძალაუფლებას (გარდა საკანონმდებლო ხელისუფლებისა) და ექვემდებარებოდა უშუალოდ მას.