იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები მონტენეგროში
From Wikipedia, the free encyclopedia
2014 წლის მონაცემებით მონტენეგროში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 2 ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით სულ 1007 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0,2 % მონტენეგროს ძეგლებია. ერთი ობიექტი შეტანილია ბუნები ძეგლის კრიტერიუმებით, ხოლო მეორე კულტურული ძეგლის კრიტერიუმებით. კულტურული ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს. გარდა ამისა, 2014 წლის მონაცემებით მონტენეგროს 6 ობიექტი წარდგენილია იუნესკოს საცდელ სიაში[1]. მსოფლიო მემკვიდრეობისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის რატიფიცირება ჩერნოგორიამ მოახდინა 2006 წლის 3 ივნისს[2]. თუმცა პირველი ობიექტი მონტენეგროს ტერიტორიიდან სიაში შეიტანეს 1979 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანა შედიოდა იუგოსლავიის შემადგენლობაში.