იუგოსლავიის ომები
From Wikipedia, the free encyclopedia
იუგოსლავიის ომები — დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების, ეთნიკური კონფლიქტებისა და ამბოხებების სერია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991-2001 წლების განმავლობაში. დასრულდა იუგოსლავიის დაშლით.
იუგოსლავიის ომები | |||||
---|---|---|---|---|---|
იუგოსლავიის დაშლის ნაწილი | |||||
თარიღი | 31 მარტი, 1991 - ნოემბერი, 2001 | ||||
მდებარეობა | იუგოსლავია (ხორვატია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, მაკედონია) | ||||
Casus belli | წინააღმდეგობა იუგოსლავიის ხალხებს შორის | ||||
შედეგი | იუგოსლავიის დაშლა | ||||
დანაკარგები | |||||
| |||||
იუგოსლავიის ომები ვიკისაწყობში |
იუგოსლავიის ომები მოიცავს ეთნიკურ კონფლიქტს ერთი მხრივ, სერბებსა და, მეორე მხრივ ხორვატებს, ბოსნიელებსა და ალბანელებს შორის, ხორვატია-ბოსნიის კონფლიქტს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ასევე კონფლიქტს ალბანელებსა და მაკედონელებს შორის მაკედონიაში.
დაპირისპირებათა უმრავლესობა სამშვიდობო შეთანხმებებით დასრულდა, სადაც ახლად წარმოქნილი რესპუბლიკები საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, თუმცა ეს მოხდა დიდი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მიღების ხარჯზე. იუგოსლავიის სახალხო არმია (JNA) მოწოდებული იყო იუგოსლავიის ერთიანობა დაეცვა და ძალა გამოეყენებინა სეცესიონისტური მთავრობების მიმართ. მაგრამ არმია სლობოდან მილოშევიჩის სერბული მთავრობის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელმაც სერბული ნაციონალისტური ნარატივის წარმოებით, სერბეთის ერთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს. შედეგად, სახალხო არმიამ დაკარგა სლოვენიელები, ხორვატები, კოსოვოელი ალბანელები, ბოსნიელები, მაკედონიელები და გარდაიქმნა სერბულ არმიად. 1994 წლის გაეროს ანგარიშის მიხედვით, სერბული არმია არ ცდილობდა იუგოსლავიის შენარჩუნება-აღდგენას, არამედ მის მიზანს „დიდი სერბეთის“ შექმნა წარმოადგენდა, სადაც ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიების ნაწილიც მოიაზრებოდა.
ხშირად, იუგოსლავიის ომებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბურ კონფლიქტებად მოიხსენიებენ, რომელიც საკუთრივ მოიცავდა არაერთ ომის დანაშაულს, როგორიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და მასობრივი გაუპატიურება. ბოსნიის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველ ევროპულ გენოციდად ოფიციალურად შეფასდა და მის მონაწილეებს ომის დანაშაულის ჩადენის გამო ინდივიდუალური სასჯელები მიესაჯათ.
ტრანსნაციონალური სამართლის საერთაშორისო ცენტრის დათვლებით, იუგოსლავიის ომებს ჯამში 140 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]