იტალიური ომი (1551—1559)
From Wikipedia, the free encyclopedia
იტალიური ომი (1551—1559) (ასევე ცნობილია როგორც ომი ჰაბსბურგებსა და ვალუას შორის) — XVI საუკუნის პირველი ნახევრის იტალიური ომების სერიის ფინალი. შედეგად საფრანგეთმა უარი თქვა ჩრდილოეთ იტალიაზე. იტალიის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი, ხოლო იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცდა.
იტალიური ომი (1551—1559) | |||
---|---|---|---|
იტალიური ომები ნაწილი | |||
ფ.ე.პიკო. 1558 წლის კალეს ალყა (1838) | |||
თარიღი | 1551—1559 | ||
მდებარეობა | იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ინგლისის კალე, ხმელთაშუა ზღვა | ||
შედეგი | ესპანეთის გამარჯვება: კატო-კამბრეზის ზავი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
საფრანგეთის მეფე ანრი II, რომელიც უკმაყოფილო იყო კრეპიში დადებული ზავით, ისარგებლა ზოგიერთი გერმანელი მთავრის უკმაყოფილებით და პროტესრანტებს დახმარებას დაპირდა თუ ისინი კარლ V-ს აუჯანყდებოდნენ.
1551 წლის 5 ოქტომბერს დაიდო შეთანხმება ანრი II,სა და საქსონიის კურფიურსტ მორიცს შორის, რომელიც სათავეში ჩაუდგა იმპერატორით უკმაყოფილო მთავრებს. ფრანგებმა კურფიურსტს მისცეს სუბსიდია 240 000 ჩერვონეცის ოდენობით, რისთვისაც მორიცი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მეფისთვის გადაეცათ იმპერიის ქალაქები მეცი, ტული, ვერდენი და კამბრა. ამ ქალაქებში შესვლის შემდეგ, ანრი II - მ აიძულა მაგისტრატები მიეღოთ ფრანგული გარნიზონები, შეცვალა საქალაქო საბჭოების წევრები და გაანადგურა მეცის თავისუფლებები.[1]