ისაბელ პორტუგალიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal; დ. 24 ოქტომბერი, 1503, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 1 მაისი, 1539, ტოლედო, ესპანეთი) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის უფროსი ქალიშვილი. ცოლად გაჰყვა თავისსავე დეიდაშვილს, ესპანეთის, იტალიისა და საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს. მეუღლის გერმანიაში ყოფნის პერიოდში 1529-1532, 1535-1536 და 1538-1539 წლებში იყო ესპანეთის რეგენტი.
ისაბელ პორტუგალიელი | |
---|---|
Isabel de Portugal | |
ისაბელი 1548 წელს, ნახატი შესრულებულია ტიციანის მიერ და ინახება პრადოს მუზეუმში | |
ესპანეთის, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის დედოფალი, ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 მარტი, 1526 |
მმართ. დასასრული: | 1 მაისი, 1539 |
წინამორბედი: | ხუანა კასტილიელი |
მემკვიდრე: | მერი ტიუდორი |
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომალ-გერმანელთა და იტალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 24 თებერვალი, 1530 |
მმართ. დასასრული: | 1 მაისი, 1539 |
წინამორბედი: | ბიანკა მარია სფორცა |
მემკვიდრე: | მარია ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 ოქტომბერი, 1503 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 1 მაისი, 1539, (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტოლედო, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | კარლ V, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
ფილიპე II, ესპანეთის მეფე მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა ხუანა, პორტუგალიის პრინცესა |
დინასტია: | ავისები |
მამა: | მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა: | მარია არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ისაბელი იყო ლეგენდარული მონარქების, ისაბელ I კასტილიელისა და ფერდინანდ II არაგონელის შვილიშვილი. ისაბელი ბევრ რამეში ჰგავდა მათ. სწორედ მათმა მოღვაწეობამ მოახდინა დიდი გავლენა მის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. იგი აღიარებული იყო როგორც ძალიან ლამაზი ქალი, ასევე იყო სათნო, ღრმადმორწმუნე კათოლიკე და კარგი პოლიტიკოსი. სწორედ მისი პოლიტიკის წყალობით გადაურჩა ესპანეთი საღვთო რომის იმპერიის მარწუხებს. იგი ასევე იყო დედა ესპანეთისა და პორტუგალიის გამაერთიანებელი ფილიპე II-ისა.