იონიის ზღვა
From Wikipedia, the free encyclopedia
იონიის ზღვა — მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით და ადრიატიკის ზღვის სამხრეთით. ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს იტალიის რეგიონები — კალაბრია და სიცილია, აქვე მდებარეობს იტალიის ნახევარკუნძული სალენტოც. იონიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ალბანეთი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც საბერძნეთს ეკუთვნის, მათგან აღსანიშნავია: კერკირა, ზაკინფი, კეფალინია, ითაკა და ლეფკასი. საბერძნეთის შემადგენლობაშივე შედის იონიის კუნძულების არქიპელაგიც. იონიის ზღვა მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიური სეისმურ ზონაში.
იონიის ზღვის ფართობია — 169 ათასი კმ ², მაქსიმალური სიღრმე — 5121 მ, ეს არის ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა ადგილიც. თებერვალში ზღვის ტემპერატურა შეადგენს — 14 °C, ხოლო აგვისტოში — 25,5 °C. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია:36°34′ ჩ. გ. 21°08′ ა. გ..[1][2]