იოზეფ ჰოფმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოზეფ ჰოფმანი (გერმ. Josef Hoffmann; დ. 15 დეკემბერი, 1870, ბრტნიცე — გ. 5 მაისი, 1956, ვენა) — ავსტრიელი არქიტექტორი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი. |
სწავლობდა ვენის სამხატვრო სამრეწველო სკოლაში კ. ჰაზენაუერთან და ო. ვაგნერთან. მონაწილეობდა „ვენის სეცესიონის“ (1897), „ვენის სახელოსნოების“ (1903), „ავსტრიის ვერკბუნდის“ (1912) ორგანიზაციაში. ვენური „მოდერნის“ წამყვანი წარმომადგენელი. მთელი რიგი ნამუშევრების რაციონალური ხასიათით გზას უკაფავდა ფუნქციონალიზმს. მისი ნამუშევრებია: სანატორიუმი პურკერსდორფში, ვენის მახლობლად (1903-1904), ავსტრიის პავილიონები გამოფენებზე (ვერკბუნდისა და კელნში 1914 და სხვა.).