იოან გურკუფი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოან მიგელ გურკუფი ([jɔ.an ɡuʁ.kyf]; დ. 11 ივლისი, 1986, პლემო, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ფრანგულ ლიონში თამაშობს.ის არის შემტევი ნახევარმცველი და მას აკისრია გამთამაშებლის როლი. მისი შთამბეჭდავი ტექნიკის გამო, მას ფრანგ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს ადარებდნენ, თუმცა ჯერჯერობით მან ვერ შეძლო ამის გამართლება. მისი მამა, კრისტიან გურკუფი, ამჟამად ლორიენის მწვრთნელია. სწორედ აქ დაიწყო იოანმა თავისი კარიერა. გურკუფის კარიერა ძალიან კარგად წარიმართა. მან საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2005 წელს. მისით იტალიური მილანი დაინტერესდა და ის მალე იტალიურ კლუბში აღმოჩნდა, სადაც არც თუ ისე კარგად მოექცნენ. თვითონაც დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. 2008 წელს ის იჯარით ფრანგულ ბორდოში გადავიდა, სადაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კლუბთან ერთად ლიგა 1 და ლიგის თასის მოპოვება შეძლო.ამ ყველაფერთან ერთად ის წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი გახდა და წლის საუკეთესო გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში.მან ბორდოსთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. გუნდი 2009-2010 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალამდე გავიდა. მეორე ფრანგულმა კლუბმა, ლიონმა შეძლო მათი შეჩერება.სწორედ იმ ლიონმა, სადაც გურკუფი ამჟამად ირიცხება.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იოან მიგელ გურკუფი | ||
დაბადების თარიღი | 11 ივლისი, 1986 (1986-07-11) (36 წლის) | ||
დაბადების ადგილი | პლემო, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლიონი | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1992-2001 | ლორიენი | ||
2001-2003 | რენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003-2006 | რენი | 66 | (6) |
2006-2009 | მილანი | 36 | (1) |
2008-2009 | ბორდო (იჯარით) | 37 | (12) |
2009-2010 | ბორდო | 32 | (6) |
2010- | ლიონი | 40 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002-2003 | საფრანგეთის U17 | 12 | (2) |
2003 | საფრანგეთის U18 | 4 | (1) |
2004-2005 | საფრანგეთის U19 | 17 | (7) |
2004-2005 | საფრანგეთის U21 | 18 | (4) |
2004-2005 | საფრანგეთი | 29 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |