ინოკენტი XII
From Wikipedia, the free encyclopedia
ინოკენტი XII (ლათ. Innocentius PP. XII, ერისკაცობაში ანტონიო პინიატელი დელ რასტრელო; დ. 13 მარტი, 1615 — გ. 27 სექტემბერი, 1700) — რომის პაპი 1691–1700 წლებში.
ანტონიო პინიატელი დელ რასტრელო დაიბადა 1615 წლის 13 მარტს სამხრეთ იტალიაში, თავადის ოჯახში. იყო პაპის ნუნცია პოლონეთში და ვენაში. კარდინალის წოდება მიანიჭა ინოკენტი X-მ.