ინდოეთის გეოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთი მდებარეობს სამხრეთ აზიაში, უმეტესწილად ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ინდოეთის სანაპიროს, რომლის სიგრძე შეადგენს 7 ათას კმ-ზე მეტს, გარს ერტყმის ინდოეთის ოკეანე — ბენგალის ყურე სამხრეთ-აღმოსავლეთით და არაბეთის ზღვა სამხრეთ-დასავლეთით. ინდოეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 3,3 მლნ კმ², ამ მაჩვენებლით ქვეყანას მეშვიდე ადგილი უჭირავს მსოფლიოში.
ინდოეთი მდებარეობს ეკვატორის ჩრდილოეთით 6°44' და 35°30' ჩრდილოეთის განედს შორის[1] და 68°7' და 97°25' აღმოსავლეთ გრძედს შორის.[2]