ინდირა განდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინ. इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी[1]; დ. 19 ნოემბერი, 1917 — გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის ცენტრალური ფიგურა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში. ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი ინდოეთში. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრის, რაჯივ განდის დედა. ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.
სწრაფი ფაქტები ინდოეთის მე-6 პრემიერ-მინისტრი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ინდირა განდი | |
ინდოეთის მე-6 პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი, 1980 – 31 ოქტომბერი, 1984 | |
წინამორბედი | ჩარან სინგჰი |
მემკვიდრე | რაჯივ განდი |
ინდოეთის მე-13 საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივლისი, 1984 – 31 ოქტომბერი, 1984 | |
წინამორბედი | პამულაპარტი ვენკატა ნარასიმჰა რაო |
მემკვიდრე | რაჯივ განდი |
ინდოეთის მე-3 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 იანვარი, 1966 – 24 მარტი, 1977 | |
წინამორბედი | გულზარილალ ნანდა |
მემკვიდრე | მორარჯი დესაი |
ინდოეთის მე-5 საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 სექტემბერი, 1967 – 14 თებერვალი, 1969 | |
წინამორბედი | მოჰომედალი კურიმ ჩანგლა |
მემკვიდრე | დინეშ სინგჰი |
დაბადებული | 19 ნოემბერი, 1917 ალაჰაბადი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 31 ოქტომბერი, 1984 ნიუ-დელი, ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მამა | ჯავაჰარლალ ნერუ |
დედა | კამალა ნერუ |
მეუღლე | ფეროზ განდი |
შვილები | რაჯივ განდი, სანჯაი განდი |
რელიგია | ინდუიზმი |
ხელმოწერა |
დახურვა
1999 წელს ინდირა განდი ათასწლეულის ყველაზე ცნობილ ქალად დაასახელეს ბი-ბი-სის მიერ ჩატრებული გამოკითხვის შედეგად[2].